Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტაჟირება

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს ხაზინის ფინანსური ანგარიშგების და კონტროლის მიმართულებით. სტაჟირებისას გექნება სრული მხარდაჭერა, რათა ისწავლო, განვითარდე გუნდთან ერთად და გადაჭრა რთული და საინტერესო ამოცანები. 

შენ, როგორც სტაჟიორი: 

ჩაერთვები ხაზინის პროდუქტების მომგებიანობის კალკულაციაში; 

მონაწილეობას მიიღებ ხაზინის მიერ განხორციელებული ოპერაციების კონტორლსა და ყოველდღიურ რეპორტინგში; 

გააანალიზებ ფინანსურ ანგარიშგებებს ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესში; 

მონიტორინგს გაუწევ პორტფელის ხარისხს; 

დაამუშავებ სხვადასხვა ამოცანებს და მოამზადებ ფინანსურ ანალიზებს; 

ჩაერთვები გუნდის სტრატეგიულ ინიციატივებში.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: 

ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული,ფინანსების, მენეჯმენტის ან  ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 

გაქვს ცოდნა ფინანსური აღრიცხვის და ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ 

გაქვს ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები;  

არ გეშინია გამოწვევების და გაქვს პრობლემებთან მარტივად გამკლავების უნარი; 

ხარ პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული 

გაქვს სურვილი ისწავლო SQL & Python 

ფლობ ინგლისურ ენასა და MS Office-ის პროგრამებს მაღალ დონეზე.

>>სარეგისტრაციო ბმული<<

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.